ბექა ოდიშარია - გულწრფელი დიალოგი თუ იქნება, მალე აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რაც აშშ-ის წინა ელჩის დროს იყო
ძალიან მიხარია, რომ ამერიკას დიპლომატი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, თუ გულწრფელი დიალოგი იქნება და ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობა, ძალიან მალე აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რაც წინა ელჩის დროს იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განცხადა.
როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ამერიკის ელჩთან დაპირისპირებას არცერთ შემთხვევაში არ აპირებს.
„იმედი მაქვს, ამერიკის ახალი ელჩი არ დაუშვებს იმას, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხი იყოს დაპირისპირებული. „ქართული ოცნება“ ამერიკის ელჩთან დაპირისპირებას არცერთ შემთხვევაში არ აპირებს. ნებისმიერ დიპლომატს, ყველას გულით და სულით ვხვდებით. განსაკუთრებით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. ძალიან მიხარია, რომ ამერიკას დიპლომატი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, თუ გულწრფელი დიალოგი იქნება და ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობა, ძალიან მალე აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რაც წინა ელჩის დროს იყო“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.