ბექა ოდიშარია - დადებითად ვაფასებ ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტში შემოსვლას უკავშირდება, თუმცა ერთჯერადად შემოსვლა ნაკლებად სერიოზულია
დეპუტატ ბექა ოდიშარიას განცხადებით, დადებითად აფასებს ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტში შესვლას უკავშირება, თუმცა ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ერთჯერადად შესვლა ნაკლებად სერიოზულია.
„დადებითად ვაფასებ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტში შემოსვლას უკავშირდება. ერთჯერადად შემოსვლა რა თქმა უნდა ნაკლებ სერიოზულია. აჯობებს, შემოვიდნენ. „რესპუბლიკური პარტია“ ერთ-ერთი ყველაზე გამიცდილი და ხანგრძლივი ისტორიის მქონე პარტიაა, ვფიქრობ, მათი შემოსვლით საპარლამენტო მუშაობის პროცესი მხოლოდ მოიგებდა“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
„რესპუბლიკური პარტია“ მზადყოფნას გამოთქვამს, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.
ხათუნა სამნიძის თქმით, ხელისუფლება თუ მანდატებს არ უუქმებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაშინ „ოპოზიციამ აღნიშნული ქმედება მომავლის კანონპროექტის მხარდასაჭერად უნდა გამოიყენოს“.