ბექა ოდიშარია - ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ძალა ევროპაშია, ცივილიზაცია ევროპაშია
მინდა, ქალბატონ ანალენა ბერბოკს გადასცეთ, რომ 1917-21 წლებში, 1990-იან წლებში და შემდგომში, 2008 წლის ანექსიის დროს რაც დაგვემართა, ახლა ჩვენ ძალიან გვჭირდება მათი მხარდაჭერა, ნუ დააყენებენ კიდევ ერთხელ საქართველოს ამ რისკის ქვეშ, – მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარსდგა.
„გერმანიის იმედად იყო პირველი რესპუბლიკა, ევროპის იმედად იყო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ახლაც ვართ დასავლეთის, ევროპის იმედად. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ძალა ევროპაშია, ცივილიზაცია ევროპაშია და ნუ დაგვაღალატებს ევროპა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ამასთან, ბექა ოდიშარიამ ილია დარჩიაშვილს და სამინისტროს გუნდს კომიტეტთან თანამშრომლობისთვის და დიასპორაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.