ბექა ოდიშარია - „ევრონესტის“ ასამბლეაზე იყვნენ „ნაცმოძრაობა“ და ე.წ. აღმაშენებელი, ქვეყნის დამაქცევრები, რაც მალე გაუშვებს საზოგადოება მოუსავლეთში, ამოისუნთქებს ჩვენი ქვეყანა
ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებთ საზოგადოებას, როგორ მოქმედებდა კანდელაკი, „ევრონაცების“ წარმომადგენელი, ვიზალიბერალიზაციის მიღებისას, ის მოუწოდებდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს, ქართულ საზოგადოებას, ქართველ ახალგაზრდებს არ მიეღოთ ვიზალიბერალიზაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან იცოდნენ დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა, რა საკითხზე იყო მათი მხარდაჭერა საჭირო.
„ჩვენ ვაცნობებდით საზოგადოებას, როგორ მოქმედებდნენ ეს ადამიანები, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსს ველოდებოდით. ისინი მავნებლობდნენ და როგორც კი სტატუსი მივიღეთ, მერე ერთმანეთს წამოაძახეს კიდეც ეს მავნებლობა. იმდენად სძულთ საქართველო, ქართველი ხალხი, იმდენად დამხრჩვალი არიან „ქართული ოცნების“ სიძულვილით და გაჟღენთილი არიან რევანშის სურვილით, წარმოიდგინეთ, არამცთუ კულუარებში, პირდაპირ „ევრონესტის“ ამ ძალიან მნიშვნელოვან ფორუმზე, სადაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა, მაია ბითაძემ და „ქართული ოცნების“ სხვა დელეგატებმა ინიციატივა გამოიჩინეს და რეზოლუციის პროექტი წარადგინეს, ამ ადამიანებმა ქვეყანას ღიად უღალატეს. იქ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. აღმაშენებელი, ეგენი აღმაშენებლები კი არ არიან, დამანგრევლები და დამაქცევრები არიან ამ ქვეყნის. რაც მალე გაიგებს ამას საზოგადოება და რაც მალე პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვებს, მით უფრო ამოისუნთქებს ჩვენი ქვეყანა და ყველანაირ ევროპულ მისწრაფებას ვაქცევთ რეალობად. ისინი საქმის კურსში იყვნენ რეზოლუციის პროექტის შესახებ, მიმოწერა არსებობს კონკრეტული. 21-ე საუკუნეა, ამის დადასტურებას არაფერი უნდა, მაგრამ ადამიანს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი რომ აქვს, მას შეუძლია, თქვას, ჩემი ტელეფონიდან სხვამ გამოაგზავნაო, რას არ იკადრებენ. საერთოდ, ადამიანის ამაღლებას აქვს ზღვარი, მაგრამ დაცემას – იშვიათად და ამის კონკრეტული მაგალითი არის „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ოდიშარიამ.
„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.