ბექა ოდიშარია - არასამთავრობო ორგანიზაციებს ნუთუ ასეთ პრობლემას უქმნის ერთჯერადი დეკლარაცია, რას ჩადიან ისეთს, რომ სიკვდილივით ეშინიათ ამის გამომზეურების?
არასამთავრობო ორგანიზაციებს ნუთუ ასეთ პრობლემას უქმნის ერთჯერადი დეკლარაცია, რას ჩადიან ისეთს, რომ სიკვდილივით ეშინიათ ამის გამომზეურების? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ბექა ოდიშარიამ აღნიშნული კომენტარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა.
„ობსტრუქციის მოწყობას და გარეთ ფშტვენას სჯობს, დაინტერესებული პირები, ოპოზიციური პარტიები და მათთან აფილირებული მილიონერი „ენჯეოები“ შემობრძანდნენ, თავად შეიტყონ ჩვენგან, პირველწყაროსგან, „ქართული ოცნების“ ფრაქციისგან, რას ეხება და რას არ ეხება. სად არის რუსული, როდესაც არ ეხება მეცნიერს, ემიგრანტისგან ოჯახისთვის ჩარიცხულ ფულს, სპორტულ ფედერაციებს, ინდმეწარმეს, კომერციულ პირებს. მარტო „ენჯეოს“ და მედიასაშუალებებს რადგან ეხებათ? ისიც მხოლოდ მათ, რომლებიც საზღვარგარეთიდან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ. ნუთუ ასეთ პრობლემას უქმნის ერთჯერადი დეკლარაცია? ამისთანას რას ჩადიან და რას ხარშავენ თავიანთ კულისებში, რომ სიკვდილივით ეშინიათ ამის გამომზეურების? არის თუ არა შემაფერხებელი გამჭვირვალობა და არის თუ არა საწინააღმდეგო ევროპული ღირებულებების? გაუმჭვირვალობა თუ არ ეღობება ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ამას მომდევნო დისკუსიები გვაჩვენებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.