ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ირაკლი კობახიძე წარადგენს ინფორმაციას რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, გარდა ერთი პუნქტისა, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება
ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ირაკლი კობახიძე წარადგენს ინფორმაციას რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, გარდა ერთი პუნქტისა, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მომავალ კვირაში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 11 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, თითოეული პუნქტის მიხედვით წარადგენს დეტალურ ინფორმაციას.

ბექა ოდიშარია განმარტავს, რომ დეპოლარიზაციას ეხება ერთი პუნქტი, რომელიც შესრულებული არ არის.

„მადლიერი ვართ ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც მოაწყვეს ორდღიანი განხილვა, იყო შედარებით არაოფიციალური ფორმატი, ზეპირი მოსმენა, ბატონი ოლივერ ვარჰეის მიერ წარმოდგენილი ანგარიში. ჩვენ ალბათ გვაქვს უფლება და საშუალება, რომ პარტნიორებს გავუზიაროთ ჩვენი ხედვები მათ მიერ წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით, მაგალითად, იმის შესახებ, რომ საქართველოში მედია და პრესა თავისუფალი არ არის, ვფიქრობ, ეს ძალიან მცდარი ინფორმაციაა. ვინც საქართველოს იცნობს, ამას ალბათ ვერ დაეთანხმება ვერავინ, როგორც მედიის წარმომადგენლები, ისე ობიექტური სამოქალაქო საზოგადოება, რომლის ნაკლებობასაც, სამწუხაროდ, განვიცდით. მომავალ კვირაში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყველა პუნქტის მიხედვით, გარდა დეპოლარიზაციისა, მიაწვდის ობიექტურ ინფორმაციას. დეპოლარიზაციის პუნქტი ხელოვნურად არის ჩაგდებული ოპოზიციის მიერ თამაშგარე მდგომარეობაში, რადგან თუ ორი ადამიანი კამათობს და შემდეგ უნდა, რომ მოილაპარაკოს, ისევ ორმა ადამიანმა და ორმა მხარემ უნდა მოილაპარაკოს. შეგახსენებთ შარლ მიშელის დროიდან 100-დღიან გაწვდილ ხელს ოპოზიციური ძალების მიმართ, ვითომ ფორმატში შემოსვლა მოინდომეს მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ უბრალოდ ვერ ხედავდა ვერანაირ შინაარსს, მარტო ვყოფილიყავით და გაგვემაგრებინა ეს ფორმატი. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც მართლაც მეგობრებად მიგვაჩნია, ობიექტური შეფასების შემთხვევაში, აუცილებლად მოვიპოვებთ კანდიდატის სტატუსს, მათ შორის 11 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.