ბექა ნაცვლიშვილი - ვწუხვარ, რომ თემურ გორგაძეს ასეთი შეცდომა მოუვიდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ გორგაძის ფაქტი ძალიან სამწუხაროა.
როგორც ჟურნალისტებს ნაცვლიშვილმა განუცხადა, ამ ფაქტმა ძალიან შეაშფოთა იქედან გამომდინარე, რომ 2014-2016 წლებში გორგაძე მისი ბიუროს ხელმძღვანელი იყო.
„ჩემთვის ეს ფაქტი დაუჯერებელია, რადგან ადამიანს ატყობ, საკითხებზე როგორი დამოკიდებულება აქვს. მის გამო ვწუხვარ, რომ ასეთი შეცდომა მოუვიდა. ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს ადამიანი შორეული არ იყო, ორი წელი ერთად გავატარეთ,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე დღეს თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავა.