ბექა ნაცვლიშვილი - თამარ ჟვანიამ საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე დაამტკიცა, რომ ცესკო-ს კარგად უძღვება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედმა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე დაამტკიცა, რომ ცესკო-ს კარგად უძღვება.
როგორც ჟურნალისტებს ნაცვლიშვილმა განუცხადა, ჟვანიას გამოცდილებიდან გამომდინარე პირადად მას მხარს დაუჭერდა.
„ცესკო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვერ გეტყვით. რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, ნებისმიერი ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა, საბჭოში განხილვა იქნება. ახლა ბრალდებების დრო არ არის, ჩვენ გამოცდილებას უნდა დავაკვირდეთ. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებით, თამარ ჟვანიას დროს არჩევნები ყველაზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანია, მარიამ შელეგია და ვლადიმერ ბოჟაძე 21 დეკემბერს წარადგინა.