ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატი უნდა დაასახელოს
ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატი უნდა დაასახელოს

სალომე ზურაბიშვილს პატივს ვცემ, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატი უნდა დაასახელოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  ყველაზე დიდი პარტიაა “ქართული ოცნება”, მმართველი პარტიაა და კარგი იქნებოდა, რომ თავისი კანდიდატი ჰყოლოდა

„ამ თემაზე განხეთქილებას ვერ ვხედავ, ყველა თავის პოზიციას აფიქსირებს და საბოლოოდ დარწმუნებული იყავით ყველა ერთ პოზიციაზე შეჯერდება და ერთი გზავნილით ისაუბრებს. მაგრამ ეტყობა მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ჰყავდეს თუ არა თავისი კანდიდატი. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი შესაძლოა, „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების საფუძველი გახდეს, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, არ არის თავისი მასშტაბით იმხელა საკითხი, რომ ამან სამუდამოდ გახლიჩოს ერთობა, მაგრამ შეიძლება რაღაც შიდა დისკუსია გამოიწვიოს”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.