ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერ- მინისტრი ვერასდროს გახდება
ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერ- მინისტრი ვერასდროს გახდება

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერ- მინისტრი ვერასდროს გახდება.

როგორც ჟურნალისტებს ნაცვლიშვილმა განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი თავისი დაპირებებითა და საქართველოში ჩასვლა-ჩამოსვლის თემით „ქართულ ოცნებას“ ეხმარება, რადგნ მმართველი გუნდი სწორედ მიხეილ სააკაშვილის გამოხდომებით ცდილობს ქართული საზოგადოების კონსოლიდირებას, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თითქოს ერთადერთ მებრძოლ ძალად.

„მიხეილ სააკაშვილის კომიკური განცხადებები საარჩევნო გარემოზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს. მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის წარსულია. ის საქართველოს პრემიერი ვერც ორი, ვერც ოთხი და ვერც ექვსი წლით ვერ გახდება, რადგან ამას ქართველი ხალხი უკვე აღარ დაუშვებს. მის ხელისუფლებას კოხტა კოდუა ჰყავდა, ვისაც წაკითხული აქვს ჰანას არენდტი ძალიან კარგი ნამუშევარი, მისთვის ცხადი იქნება, ბოროტების ბანალურობა აბსოლუტურად იდენტურია მიხეილ სააკაშვილის. საუბარი, ვინმე რამეს მოინანიებს, გეტყვით, რომ ამის მონანიება არ და ვერ ხდება“, – დასძინა ნაცვლიშვილმა.