ბექა ლილუაშვილი - საქართველოში რადიკალური სცენარების იმედი არავის უნდა ჰქონდეს, თუ ვინმეს აქვს, სჯობს, დროულად დაივიწყოს, მთავარი ინსტრუმენტია არჩევნები
საქართველოს უკრაინიზაციაზე საუბრები – შიშები და ჰიბრიდული ბრძოლის ელემენტების შემოტანაა, რითიც ხელისუფლება ცდილობს, თავისი მოქალაქეები მოატყუოს და შუღლი გააღვივოს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური სცენარების იმედი არავის უნდა ჰქონდეს და თუ ვინმეს აქვს, სჯობს, დროულად დაივიწყოს.
„ეს არის შიშების და ჰიბრიდული ბრძოლის ელემენტების შემოტანა, რითიც ხელისუფლება ცდილობს, თავისი მოქალაქეები მოატყუოს და შუღლი გააღვივოს. რადიკალური სცენარების იმედი არავის უნდა ჰქონდეს. თუ ვინმეს აქვს, სჯობს, ეს დროულად დაივიწყოს. მთავარი ინსტრუმენტია არჩევნები, რა გზითაც მომავლის გადარჩენა და ამ ხელისუფლების სახლში გაშვება მოხდება“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.