ბექა ლილუაშვილი - საქართველოს „ყველაზე დიდმა მეგობარმა“ ორბანმა სიურპრიზები თუ არ მოგვიწყო, კანდიდატის სტატუსი უკვე გვაქვს
სიურპრიზები თუ არ მოგვიწყო საქართველოს „ყველაზე დიდმა მეგობარმა“ ორბანმა, რომელიც სააკაშვილისა და ღარიბაშვილის საუკეთესო მეგობარია, ჩვენ კანდიდატის სტატუსი უკვე გვაქვს. სიურპრიზით შეიძლება, სტატუსის მინიჭება გადავადდეს, მაგრამ დროის დაკარგვის საშუალება არ გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, არავის უნდა დაავიწყდეს, ქართველ ხალხს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების პროცესში რამდენად დიდი წვლილი აქვს.
„მათ დასაკარგი დრო არ აქვთ, რომ ხელისუფლების მიზანმიმართული თუ უნებლიე წაბორძიკების გამო ქვეყანამ ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივა დაკარგოს. ხელისუფლებამ სამუშაო ჯგუფები უნდა შექმნას და სამუშაო ფორმატში საქმის კეთების ეტაპზე გადავიდეს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.