ბექა ლილუაშვილი - პარადოქსულია, ამბობდე, რომ დასამალი არაფერი გაქვს და თან უარს აცხადებდე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე
ქვეყანაში საბოლოოდ დაესვა წერტილი საპარლამენტო ზედამხედველობის პრაქტიკას, – ამის შესაბ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, „ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ სასამართლოს კლანი მართავს“.
„ფაქტობრივად, პარლამენტი გააუქმა და დაადასტურა, რომ სასამართლოს კლანი მართავს და პირდაპირ ექვემდებარება სახელისუფლებო შტოს და ბიძინა ივანიშვილს. პარადოქსულია, ამბობდე, რომ დასამალი არაფერი გაქვს და თან უარს ამბობდე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. პროცედურული თაღლითობით იცავენ სასამართლო ხელისუფლებას. მათ სასამართლოს კლანს გზავნილი გაუგზავნეს, რომ ყველანაირი გზით გადაეფარებიან და დაიცავენ ანგარიშვალდებულებისგან“, – განაცხადა ლილუაშვილმა.