ბექა ლილუაშვილი - ნებისმიერი დარღვევაზე, რომელიც ჭკვიანი კამერით ფიქსირდება, ვთვლით, რომ ამ კონკრეტულ შემთვევაში საჭესთან მესაკუთრე იჯდა
თუ მოახდენთ იმ პირის იდენტიფიცირებას, რომელიც იტყვის, რომ საჭესთან ნამდვილად ის იჯდა, რა თქმა უნდა, სანქციის გადაკისრება მოხდება, – განაცხადა შსს-ს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა, ბექა ლილუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ჯარიმდება ავტომობილის მესაკუთრე და კერძო სამართლებრივი ურთიერთობა იქნება, თუ პირადი სიტყვიერი გარიგება, ალბათ, მესაკუთრის მიერ მოხდება ფულადი თანხების გამორთმევა იმისგან, ვინც საჭესთან იჯდა. სხვა ალტერნატივა არ არის. უბრალოდ, ტექნიკური გარემო არ არსებობს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, ტექნიკურად შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ იჯდა საჭესთან, როცა დარღვევა ჭკვიანი კამერით ფიქსირდება.
„დღეს მოდელი ასეთია, ნებისმიერი დარღვევაზე, რომელიც ჭკვიანი კამერით ფიქსირდება, ვიყენებთ დანაშაულის პრეზუმფციის თემას და ვთვლით, რომ ამ კონკრეტულ შემთვევაში საჭესთან მესაკუთრე იჯდა. შესაბამისად, ვაჯარიმებთ მესაკუთრეს და ცხადია, ვერ ვახდენთ მძღოლის იდენტიფიცირებას, რადგან ტექნიკურად, ეს შეუძლებელია. თუმცა, მექანიზმი ძალიან გამართულია და პრეტენზია დღემდე არავის არ გამოუთქვამს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
როგორც შსს-ს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა აღნიშნა, ცვლილება ითვალისწინებს ყველა იმ შესაძლებლობასა და კომფორტს, რის საშუალებასაც დღევანდელი ტექნოლოგიური გარემო იძლევა.
„მათ შორის, ამ ნაწილში, რომ დავაკისროთ მესაკუთრეს როგორც ქულების სანქცია, ასევე ნომინალური და შემდეგ მოვახდინოთ უშუალოდ სამართალდარღვევაზე გადაკისრება“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.