ბექა ლილუაშვილი - მოქმედ თავმჯდომარეს უნდა და ვერ უშვებს ყოფილ თავმჯდომარეს, ყოფილ თავმჯდომარეს უნდა წასვლა და ვერ მიდის, შემდეგ გამოვლენ და იტყვიან, რომ დაამარცხებენ ივანიშვილის რეჟიმს, სასაცილოა
მოქმედ თავმჯდომარეს უნდა და ვერ უშვებს ყოფილ თავმჯდომარეს. ყოფილ თავმჯდომარეს უნდა წასვლა და ვერ მიდის, ცირკია, სამწუხაროდ, ასეა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.
„შემდეგ ეს ხალხი გამოვა და იტყვის, რომ ესენი დაამარცხებენ ივანიშვილის რეჟიმს, მართლა სასაცილოა. მე სერიოზულს ვერ დავარქმევ ასეთ მოცემულობას და, სამწუხაროდ, ასეთი პროცესები იმის გაგრძელებაა, „ოცნებამ“ რომ გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტარჩევნებში, მაგის გაგრძელებაა ზუსტად, წყალს ასხამენ „ქოცების“ წისქვილს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.