ბექა ლილუაშვილი - მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო ბოიკოტი არ არის შედეგზე ორიენტირებული, მმართველ გუნდს მაქსიმალურად დისკომფორტი უნდა შევუქმნათ პარლამენტში ყოფნით
მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო ბოიკოტი არ არის შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მმართველ გუნდს მაქსიმალურად დისკომფორტი უნდა შევუქმნათ პარლამენტში ყოფნით, მწვავე კითხვების დასმით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება.
„როგორც კი, ხელისუფლება კომფორტს იგრძნობს, მეტად გააგრძელებს რისკიანი გადაწყვეტილებების მიღებას და ეს არ უნდა დავუშვათ. ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა არ არის რომელიმე პარტიის ლიდერშიფის ცალკე აღებული გადაწყვეტილება, ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ეს არის არა ნაბიჯი წინ, არამედ უკან. ეს არის უდიდესი საფრთხის შემცველი, მაგრამ მთავარია მოტივაცია, რა უძღოდა წინ ამ ყველაფერს. ამის უკან დგას ის შიში, რომელიც მმართველ პარტიას აქვს ძალაუფლების დაკარგვასთან დაკავშირებით. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და ძალიან კარგი ტანდემი გამოუვიდათ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და სწორად არ მიგვაჩნია ისეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება, როგორიც არის პარლამენტის ბოიკოტი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.