ბექა ლილუაშვილი - კობახიძე ფეიერვერკებით მიესალმა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ერთი ბოროტმოქმედი მეორეს დაუპირისპირდა და არაფერი გამოუვიდა
ბექა ლილუაშვილი - კობახიძე ფეიერვერკებით მიესალმა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ერთი ბოროტმოქმედი მეორეს დაუპირისპირდა და არაფერი გამოუვიდა

კობახიძე მთელი ფეიერვერკებით მიესალმა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ერთი ბოროტმოქმედი მეორე ბოროტმოქმედს დაუპირისპირდა და არაფერი გამოუვიდა, ეს არის კობახიძის სახე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მაღალი რისკები როცა არსებობდა, სახელმწიფო ინსტიტუციები დაიმალნენ.

„კობახიძე მაშინ გამოვიდა, როცა ყველაფერი გაირკვა და საზოგადოებას ახარა, როგორ გაუხარდა, რომ პრიგოჟინს არაფერი გამოუვიდა. ეს მაშინ, როცა ყველასთვის ცხადია, ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნე ვინ არის“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კიდევ ერთხელ აფასებს ოპოზიციის რეაქციას პრიგოჟინის მიერ რუსეთში ამბოხის მოწყობის მცდელობასთან დაკავშირებით. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ. კობახიძის თქმით, ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე.