ბექა ლილუაშვილი - ფრენების აღდგენა ვერ იქნება განხილული, როგორც პუტინის ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, ეს არის აბსურდი იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული
ბექა ლილუაშვილი - ფრენების აღდგენა ვერ იქნება განხილული, როგორც პუტინის ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, ეს არის აბსურდი იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული

ფრენების აღდგენა ვერ იქნება განხილული, როგორც პუტინის ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, ეს არის აბსურდი იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, რუსეთის მთავარი მიზანია, ხელი შეუშალოს სტატუსის მიღებას და ევროინტეგრაციას.

„ფრენების აღდგენას ხელისუფლება ურცხვად ასაღებს, როგორც ქართველების დაკმაყოფილების საჭიროებას, როცა ეს საჭიროება გუშინ არ დამდგარა, იდგა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. ამიტომ ეს ვერ იქნება განხილული ცალკე აღებულ მოვლენად, როგორც პუტინის ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე. ეს არის აბსურდი იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ რომ აშშ-თან გაღრმავებული სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს, გაჩანაგების ნაცვლად, რასაც „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად აკეთებს; რომ გვქონდეს კანდიდატის სტატუსი და უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად განიხილებოდეს საქართველო, როგორც სწრაფი, დაჩქარებული გაწევრიანების პროცესის მონაწილე, ამ მოცემულობაში მისასალმებელი იქნებოდა რუსეთის მხრიდან ჩვენი მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილება, მაგრამ ეს არ გაკეთდება, რადგან რუსეთის მთავარი მიზანია, ხელი შეუშალოს სტატუსის მიღებას და ევროინტეგრაციას. ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ ეს არის ჰუმანიტარული გადაწყვეტილება, ჩრდილს აყენებს იმ ადამიანების ისტორიულ წვლილს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.