ბექა ლილუაშვილი - მამუკა ხაზარაძე ახალ სახეებზე აკეთებს განცხადებას და პოლიტსაბჭოში შეჰყავს სალომე სამადაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, დავით უსუფაშვილი
ერთმანეთთან თავსებადი არ არის, როცა ახალ სახეებზე აკეთებენ განცხადებას და პოლიტსაბჭოში ყველაზე ძველი სახეები შეჰყავთ, – ამ ის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსების მოშვება არ შეიძლება, რომლებმაც უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებები დაარღვიეს. ხვდებით, ვისზეა საუბარი, ორი ძველი პარტია უნდა დამთავრდეს, ალტერნატივა ვართ ჩვენ“.
ბექა ლილუაშვილის თქმით, „ლელოს“ განცხადება პოპულისტურია.
„მამუკა ხაზარაძემ ეს განცხადება გააკეთა და პოლიტსაბჭოში შეიყვანა სალომე სამადაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, დავით უსუფაშვილი. პერსონალურად ვინმეს მიმართ სააწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ როცა განცხადებას აკეთებენ ახალ სახეებზე და, მეორე მხრივ, პოლიტსაბჭოში ყველაზე ძველი სახეები შეჰყავთ, ეს ერთმანეთთან თავსებადი არ არის, თუმცა „ლელოს“ მიდგომაც მესმის. ეს განცხადება პოპულისტურად გამოუვიდათ და იმედია, გაასწორებენ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.