ბექა ლილუაშვილი - ჩვენ მომხრე ვართ დემოკრატიული შესაძლებლობებით, მოსახლეობის მობილიზების გზით ხელისუფლების ცვლილების და ამ გზაზე ვდგავართ
ჩვენ მომხრე ვართ დემოკრატიული შესაძლებლობებით, ჩვენი მოსახლეობის მობილიზების გზით ხელისუფლების ცვლილების, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილს კითხვა დაუსვეს გივი თარგამაძის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც თარგამაძე ამბობს: „ამათი იარაღით გადაგდება რომ გვდომოდა, ორიათასჯერ გავაკეთებდით, მაგრამ ქვეყანას ვუფრთხილდებით“.
„დღეს თუ ვინმე გაამახვილებს ამაზე ყურადღებას ან გაიფიქრებს, რომ რამეს შეცვლა შეუძლია, იქნება ეს რამე ტიპის იარაღით თუ არადემოკრატიული გზით, ძალიან კარგად იცოდეს, რომ რუსეთის წისქვილზე ყველაზე დიდი პორციით დაასხამს წყალს. რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ დემოკრატიული შესაძლებლობებით, ჩვენი მოსახლეობის მობილიზების გზით ხელისუფლების ცვლილების და, ბუნებრივია, ამ გზაზე ვდგავართ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.