ბექა ლილუაშვილი - აუცილებლად დასრულდება ეს ხელისუფლება, მაგრამ ამას ვერ მოახდენს არახამიას და სხვა გარე აქტორის ჩართულობა, ქართველი ხალხის გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს
ბექა ლილუაშვილი - აუცილებლად დასრულდება ეს ხელისუფლება, მაგრამ ამას ვერ მოახდენს არახამიას და სხვა გარე აქტორის ჩართულობა, ქართველი ხალხის გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს

აუცილებლად დასრულდება ეს ხელისუფლება, როგორც ერთპიროვნული ძალაუფლების მფლობელი, რომელსაც არანაირად არ სურს, პასუხისმგებლობა აიღოს საქართველოს მოქალაქეების წინაშე, მაგრამ ამას ვერ მოახდენს არახამიას და სხვა გარე აქტორის ჩართულობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა ყოველდღიურად უნდა იმუშაონ, რომ ხელისუფლება ოპოზიციაში გადაიყვანონ.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობის ნაწილში, ვიყოთ თანმიმდევრულები და ხელისუფლება თანმიმდევრულად გადავიყვანოთ ოპოზიციაში, აქ ესაა მთავარი. ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც ძალადობრივი გზებით ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ ჩვენი მტრების ინტერესებშია, პირველ რიგში, რუსეთის ინტერესებში. აქ გზავნილები არ არის მთავარი, მთავარია მოქმედება და ქართველი ხალხის გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ ეს პასუხისმგებლობა და ეს ხელისუფლება ერთად გადავიყვანოთ ოპოზიციაში“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში“.