ბექა ლილუაშვილი - არ ვიცი, რის საფუძველზე ხდება რუსეთიდან თანხების გადმორიცხვა, რა ურთიერთობებია, რა მოტივებია, მაგრამ მე პირადად ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი თავს
არ ვიცი, რის საფუძველზე ხდება რუსეთიდან თანხების გადმორიცხვა, რა ურთიერთობებია, რა მოტივებია, მაგრამ მე პირადად ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი თავს, – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.
„მაგ საკითხის გაშლებში ვერ შევალ. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ მე პირადად ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი თავს, ჩემი გადმოსახედიდან, ეს საკმაოდ უხერხული მდგომარეობაა. არ ვიცი, რის საფუძველზე ხდება თანხების გადმორიცხვა, რა ურთიერთობებია, რა მოტივებია, რა განზრახვებია და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის სერიოზული უხერხულობის შეგრძნება იქნებოდა. სხვა დანარჩენი, არ მინდა, ახლა რაიმე ბრალდებები გავაჟღერო“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.