ბექა გიგაშვილი „ტოპ 14“-ის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT
პოპულარული ფრანგული სარაგბო გამოცემა „მიდი-ოლიმპიკი“ ყოველკვირეულად ადგენს „ტოპ 14“-ის (Top 14) ტურის საუკეთესოთა ნაკრებს და ამჯერად მასში „ტულონის“ ქართველი ბურჯი, ბექა გიგაშვილი მოხვდა.
ტულონელებმა „სტად მაიოლზე“ გათამაშების ერთპიროვნულ აუტსაიდერ „აჟენს“ უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 34:17 დაამარცხეს. ბექა გიგაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. პირველი ლელოს ეპიზოდში გიგაშვილმა მეტოქის ბურჯი მალინო ვანაი ზედიზედ რამდენჯერმე დააჯარიმა. შედეგად მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა და ვანაი ყვითელი ბარათით დასაჯა. ანალოგიური ეპიზოდი იყო მატჩის მე-60 წუთზეც, როდესაც „აჟენის“ პირველხაზელები კვლავ დაჯარიმდნენ, თუმცა „ტულონის“ არგენტინელმა მესამეხაზელმა ფაკუნდო ისამ ბურთი აიტაცა და მეტოქის ლელოში დაამიწა.
გიგაშვილმა „ტოპ 14“-ის წლევანდელ სეზონში 10 მატჩი მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ექვსი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ერთი ლელოს დადება მოახერხა. „ტულონის“ ანგარიშზე 57 ქულაა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს.