გიგაშვილი ტოპ 14-ის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – ბექა შერკინებაში ნამდვილი დომინანტი იყო #1TVSPORT

15:55, 12.05.2021
©PHOTOPQR/NICE MATIN/Dominique Leriche ; Toulon ; 18/01/2020 ; Rugby. Challenge cup. Poule 2. 6ème journée. London Irish/ RCT
Stade Mayol, Toulon le 18 Jan 2020. Photographie Dominique Leriche
Essai de Beka Gigashvili

©PHOTOPQR/NICE MATIN/Dominique Leriche ; Toulon ; 18/01/2020 ; Rugby. Challenge cup. Poule 2. 6ème journée. London Irish/ RCT Stade Mayol, Toulon le 18 Jan 2020. Photographie Dominique Leriche Essai de Beka Gigashvili

საქართველოს ნაკრებისა და „ტულონის“ მორაგბე ტოპ 14-ის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ბექა ბურჯანიძის „ტულონმა“ „ტულუზა“  44:10 დაამარცხა, ქართველი ბურჯი კი ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ გამოარჩია.

„ბექა 70 წუთის განმავლობაში შერკინებაში ნამდვილი დომინანტი იყო, – წერს ფრანგული გამოცემა.  –  გიგაშვილი „ტულონს“  რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მარტის ბოლოს დაუბრუნდა, სადაც საქართველოს ნაკრებს მორიგი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.  ის „ტულონის“  შერკინებისთვის ძალიან დიდი ძალა“.

გიგაშვილმა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი