ბექა ფერაძე - აჭარის რეგიონი მეტად საყურადღებოა, კოორდინაციას გავუწევთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები აქტიურად შესრულდეს
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ბათუმში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე აჭარის რეგიონში არსებულ ვითარებასა და რეგულაციების კონტროლზე ისაუბრეს.
„კოორდინაციას გავუწევთ და დავამენეჯმენტებთ, რომ დღის განმავლობაში და მომდევნო დღეების განმავლობაში აქტიურად მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო დღეებში ინფიცირებული ადამიანების საკმაოდ მაღალი რაოდენობა ფიქსირდება. აჭარის რეგიონი მეტად საყურადღებოა. ნებისმიერმა ბიზნესსუბიექტმა და მოქალაქემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შეგნებით მოეკიდოს ამ პროცესს, ვინაიდან მათზეა დამოკიდებული თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. აღსრულების ნაწილი უნდა იყოს გაძლიერებული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.