ბექა დავითულიანი - სასურველი იქნებოდა, პრეზიდენტს დეპოლარიზაცია კონსტიტუციის პატივისცემით დაეწყო
სასურველი იქნებოდა, პრეზიდენტს დეპოლარიზაცია კონსტიტუციის პატივისცემით დაეწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საფრანგეთში პრემიერისა და პრეზიდენტის ვიზიტი დეპოლარიზაციის მაგალითი იქნება.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ მისი ქმედება არაკონსტიტუციური იყო. მეტი რა შეგიფასოთ? ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე პროცედურას ვერ დავიწყებთ. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტიკური პოზიცია ერთხელ უკვე გამოხატა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.