ბექა დავითულიანი - საერთაშორისო აქტორების მხრიდან გაცხადებულია, არჩევნებამდე ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი, მაგრამ ბოლოს ჩვენი აჯობებს, ყველას მოუწევს ამასთან შეგუება
ქართული სახელმწიფოს დასახმარებლად 95 მილიონი დოლარი შეაჩერეს, მაგრამ არჩევნებამდე მეტი მოხდება, რომ დაძაბულობის განცდა შეიქმნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ბევრი საერთაშორისო აქტორის მხრიდან გაცხადებულია, ოქტომბრის არჩევნებამდე ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი.
„ქართული სახელმწიფოს დასახმარებლად 95 მილიონი დოლარი შეაჩერეს, მაგრამ არჩევნებამდე მეტი მოხდება, იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ დაძაბულობის განცდა შეიქმნას. კიდე უფრო მეტ რამეს გავიგებთ და კიდევ მეტი რამე შეიძლება შეჩერდეს. როდესაც არჩევნები დასრულდება და დასრულდება იმ შედეგით, რომელსაც ველოდებით, ყველანი ახალ საუბარს დავიწყებთ. მანამდე, როგორც ბევრი საერთაშორისო აქტორის მხრიდან გაცხადებულია, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი. ეს ყველაფერი სასჯელია იმისთვის, რომ გასული თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ყურმოჭრილი მონის როლი არ ითამაშა. ყველაფერი მზადდება, რომ აქ რევოლუციური განცდები შეიქმნას. ამ რევოლუციური განცდების შექმნას სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური რეაგირება მოჰყვება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ვნახოთ, ბოლოს ვისი აჯობებს. აჯობებს ჩვენი და ყველას მოუწევს ამასთან შეგუება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.