ბექა დავითულიანი - ოპოზიციას უნდა, რომ საქართველოში „შავი ხვრელი“ იყოს და სამყაროზე თავიანთ წარმოდგენებს რეალობად ასაღებენ, ისინი ილუზიურ სამყაროში დარჩებიან
ოპოზიციას უნდა, რომ საქართველოში „შავი ხვრელი“ იყოს და სამყაროზე თავიანთ წარმოდგენებს რეალობად ასაღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ოპოზიცია თავის ილუზიურ სამყაროში დარჩება.
„ძალიან ეჭვიანი ოპოზიცია გვყავს. პირად ცხოვრებაშიც თუ ასე არიან, ძალიან დიდი პრობლემები ექნებათ. მთელი დედამიწა ამტკიცებს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს არ არღვევს და მკაცრად იცავს. ეს თქვა ამერიკისა და ბრიტანეთის მიერ გამოგზავნილმა სპეციალურმა ჯგუფმა. ამას ამბობს მსოფლიო ბანკი თუ „ფაქტჩეკიც“ კი, ვინც, ვიცით, ვის მიერ არის მართული. ოპოზიციას უნდა, რომ საქართველოში „შავი ხვრელი“ იყოს და სამყაროზე თავიანთ წარმოდგენებს რეალობად ასაღებენ. Ისინი თავიანთ ილუზიურ სამყაროში დარჩებიან“, – განაცხადა დავითულიანმა.