ბექა დავითულიანი - მერიის თანამდებობის პირების ხელფასი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება
ბექა დავითულიანი - მერიის თანამდებობის პირების ხელფასი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება

მოსახლეობა რომ არ დაიბნეს, აუცილებელია კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ მერიის თანამდებობის პირების ხელფასი არც ერთი თეთრით არ გაიზრდება“ – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა გააკეთა.

მისი თქმით, სახელმწიფო მოხელეს დამატებითი რისკების მოსახსნელად სათანადო ანაზღაურება უნდა
ჰქონდეს.

„ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებთან უკვე წლებია ასეთ რეჟიმში გვიწევს თანაცხოვრება. რას ვიზამთ, ეს მათი სტილია, რომ ჭიქაში ქარიშხალი შექმნან. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საჯარო მოხელეთა ანაზღაურება ერთი თეთრით არ გაიზრდება”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.