ბექა დავითულიანი - ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანია განპირობებულია იმით, რომ რაღაცებში არ გავყევით გარკვეულ ძალებს, ინსტრუმენტებად იყენებენ არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს თანხების დეკლალირება არ სურთ, რის გამოც გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტირებაზე უარს ამბობენ.
დავითულიანის თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს და გარკვეული ძალები ინსტრუმენტებად იყენებენ არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას.
„მათი მხრიდან წინასწარ იყო გამოცხადებული, რომ არ დარეგისტრირდებოდნენ. მათთვის კანონიდან შოკის მომგვრელი არაფერი იყო, მაგრამ თანხების დეკლარირება არ უნდათ. ისინი ამას ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენებენ. თავად დონორები სთავაზობდნენ, წადით და სხვაგან დარეგისტრირდით, ოღონდ აქ არ დარეგისტრირდეთო, ხელს უწყობდნენ. ხელისუფლების წინააღმდეგ მიდის კამპანია, რომელიც განპირობებულია ორი-სამი წლის კონტექსტით, როცა გარკვეულ ძალებს რაღაცებში არ გავყევით. ახლა ისინი ინსტრუმენტებად იყენებენ როგორც არასამთავრობო სექტორს, ასევე ოპოზიციას“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 476 მსურველის განაცხადია შესული.