ბექა დავითულიანი - ინოვაციების ხელშეწყობა იქნება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი,
ბექა დავითულიანი - ინოვაციების ხელშეწყობა იქნება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი,

ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით „ქართული ოცნების“ ძირითადი პრიორიტეტი არის სამი – შეიქმნას ჯანსაღი გარემო ახალგაზრდების განვითარებისთვის, უზრუნველყოფილი იქნას ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობა, შეიქმნას ყველა წინაპირობაა, რათა ახალმა თაობებმა საკუთარი ნიჭისა და უნარების მაქსიმალური რეალიზება შეძლონ, დაიმკვიდრონ თავი თანამედროვე გლობალურ სამყაროში, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექ დავითულიანმა ქუთაისში განაცხადა.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ახალგაზრდებს პირველ რიგში სჭირდებათ პატარა ასაკიდანვე ხელმისაწვდომობა ყველა იმ სიკეთეზე, რომელსაც სთავაზობს ქვეყანა, სახელმწიფო და მათი გარემო.

„ეს პირველ რიგში არის სწორედ კულტურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ახალგაზრდებისთვის და ჩვენ შევძლებთ, რომ მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის უზრუნველყოფილი იქნას მუზეუმებზე, თეატრებზე, გალერეებზე, კინოთეატრებსა და საკონცერტო სივრცეებზე ხელმისაწვდომობა, მათ შეძლონ შეღავათიან ფასში ან ხშირ შემთხვევაში უფასოდ ამ სიკეთეებით სარგებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი აღზრდისა და ჩამოყალიბებისთვის. განათლების სისტემაში ადგილს დაიმკვიდრებს ასევე საექსკურსიო-საექსპედიციო მოძრაობები და აქტივობები, შეიქმნება ერთგვარი სკაუტური მოდელი ქართული ინტერპრეტაციით. ეს ხელს შეგვიწყობს, რომ ერთი მხრივ, ახალგაზრდები მიეჩვიონ და ადაპტაცია გაიარონ ბუნებასთან, მეორე მხრივ, გაიცნონ თავისი რეგიონები, ჩვენი ქვეყნის ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა, ისწავლონ თავის გატანა ბუნებრივ გარემოში. ასევე ვგეგმავთ შევქმნათ კონკურსი სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ ყველა უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებამ და სკოლამ აიღოს გარკვეული პატრონაჟი კონკრეტულ ძეგლებზე, ბუნების ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და ერთგვარი შეჯიბრი მოეწყოს, ვინ უკეთ მიხედავს, მოაწყობს და იზრუნებს ამ კულტურულ მემკვიდრეობასა თუ ბუნების ძეგლებზე ეს ახალგაზრდებში გააღვივებს ისტორიისადმი, საკუთარი ქვეყნისადმი სიყვარულს ასევე მოხდება ზრუნვით, მათში უნარ-ჩვევის გამომუშავება რომ მომავალში, მაგალითად, აღარ ვიხილოთ ისეთი სურათები, რომელიც სამწუხაროდ ტყეში ხშირად გვხვდება, დაბინძურებული გარემო და ასე შემდეგ. უკეთ ვიზრუნებთ ჩვენს გარემოზე და მერე გარემო და ჩვენი ისტორია იზრუნებს ჩვენზე და ახალგაზრდები, რომლებიც მყარად დგანან ფესვებზე, იცნობენ თავის ისტორიას და უყვართ ის, უფრო ადვილად გაიკვალავენ გზას მომავალში. ასევე ვგეგმავთ ახალგაზრდული ბანაკების ხელშეწყობას, გაცვლითი პროგრამების დანერგვას სხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, რადგან გლობალურ სამყაროში ადრეულ ეტაპზევე კომუნიკაციის გარეშე უცხოელ თანატოლებთან ახალგაზრდებს გაუჭირდებათ თავის დამკვიდრება მომავალში უკვე ზრდასრულ ასაკში, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება იმისთვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ადვილად ჩამოაყალიბონ ურთერთობა, ადვილად დაიმკვიდრონ თავი და ადგილი სამყაროში. განვითარების და ცივილიზაციის ამ ეტაპზე, ალბათ წარმოუდგენელია სტუდენტებისა და ახალგაზრდების ცხოვრება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გარეშე“, – განაცხადა დავითულიანმა.

მისივე თქმით, ინოვაციების ხელშეწყობა იქნება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამ მიმართულებით იგეგმება 2024 წლისთვის საქართველო იყოს ყველაზე start-up და IT მეგობრული ქვეყანა და შევიდეს მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, რაც მნიშვნელოვანი წარმატება იქნება.

„ასევე მნიშვნელოვანია და აქტუალური ახალგაზრდებისთვის სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების და დასაქმების ხელშეწყობა. „სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების და დასაქმების ხელშეწყობა ამ მიმართულებითაც იქნება წინგადაგდმული ნაბიჯები მომავალი ოთხი წლის მანძილზე. ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე საინტერესო პროექტი ეს არის ქვეყნის მასშტაბით მრავალფუნქციური ახალგაზრდული ცენტრების შექმნა. ეს გულისხმობს არაფორმალურ განათლებას, მეცნიერებას, ხელოვნებას და სპორტს ერთ სივრცეში. დღეს ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც დიდ ქალაქებში ძირითადად ეს ყველაფერი არის ხელმისაწვდომი და რეგიონებში შედარებით ნაკლებად. ჩვენ შევქმნით ისეთ უნივერსიფიცირებულ პროგრამას, რომელიც სწორედ ამ ცენტრების მეშვეობით, მთელ საქართველოში საბაზისო განათლებას ამ მიმართულებებით მისცემს ახალგაზრდებს. ეს მოგვცემს საერთო ემოეციებს, საერთო განცდას ახალგაზრდებს, საერთო ინსტრუმენტს მომავალი განვითარებისთვის, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ ახალგაზრდები უფრო ადვილად გაუგებენ ერთმანეთს და მომავალში არ გაუჭირდეთ შეთანხმება თუნდაც დიდ ეროვნულ თემებზე. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის განხორციელების შედეგად ჩვენ მივიღებთ უფრო განვითარებულ, ჯანსაღ, წარმატებულ და მომავალზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც ექნებათ უფრო უკეთესი შესაძლებლობა მოუტანონ წარმატება ქვეყანას, ვიდრე დღეს შეიძლება გვქონდეს“, – განაცხადა დავითულიანმა.