ბექა დავითულიანი - იმედია, ზურაბიშვილმა რეფერენდუმის პროცედურა არ იცოდა და შემდეგ აღმოაჩინა, რომ საქართველოს გაერთიანებამდე რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება
იმედია, ზურაბიშვილმა რეფერენდუმის პროცედურა არ იცოდა და შემდეგ აღმოაჩინა, რომ საქართველოს გაერთიანებამდე რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილმა არ იცოდა, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ მოძრაობას სათავეში ვერ ჩაუდგება, მაგრამ ამას მაინც აკეთებს.
„იმედია, სალომე ზურაბიშვილმა რეფენდუმის პროცედურა არ იცოდა და შემდეგ აღმოაჩინა, სხვა შემთხვევაში, ცოტა უფრო რთულ საკითხებს მივადგებით. საქართველოს გაერთიანებამდე რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება, პლებისციტის კიდევ შეიძლება. ამიტომ, იმედია, არ იცოდა და ისევ არ ფიქრობს, რომ აფხაზეთი განგრენაა. სალომე ზურაბიშვილმა ბევრი რამე არ იცოდა, არც ის იცოდა, რომ პრეზიდენტი ზეპარტიულია და პოლიტიკურ მოძრაობას სათავეში ვერ ჩაუდგება, მაგრამ ხომ აკეთებს“, – აღნიშნა დავითულიანმა.