ბექა დავითულიანი - დღეს თბილისის საკრებულო ქალაქისთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს
თბილისის საკრებულო დღეს თბილისის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტს განიხილავს.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის“ ბექა დავითულიანის განცხადებით, დღეს თბილისის საკრებულო დედაქალაქისთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც თბილისის გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს და იცავს როგორც ქალაქის განვითარების, ისე მოქალაქეების ინტერესებს.
„ჩვენ დღეს ქალაქისთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ დავამტკიცებთ ქალაქის გრძელვადიან, სწორ, სისტემურ განვითარებას უზრუნველყოფს. მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციას გენერალურ გეგმასთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითხებზე შენიშვნები არ აქვს. მათ გამოიგონეს თემა, რომელსაც ჰქვია 14 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, რომელზეც თითქოს ინტერესები ბიძინა ივანიშვილს აქვს. ეს არის სიცრუე, რადგან ამ ტერიტორიაზე ბოტანიკური ბაღი მდებარეობს, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს და მისი გასხვისება გამორიცხულია“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.