ბექა დავითულიანი - ბევრჯერ გვინახავს ოპოზიცია გაერთიანებული და დაშლილი, ამიტომ სულერთია, უნდათ, გაერთიანდნენ და უნდათ, არჩევნებზე ცალ-ცალკე წარდგნენ
ბექა დავითულიანი - ბევრჯერ გვინახავს ოპოზიცია გაერთიანებული და დაშლილი, ამიტომ სულერთია, უნდათ, გაერთიანდნენ და უნდათ, არჩევნებზე ცალ-ცალკე წარდგნენ

არ არის ცუდი, გაუქმდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და შეიკრას ახალი „ნაციონალური მოძრაობა“, ნებისმიერ შემთხვევაში, უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა არ ექნებათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„უკვე თვითონ მივიდნენ იმ მდგომარეობამდე, რომ საკუთარი თავის გაუქმებაც დააანონსეს. არ არის ცუდი, გაუქმდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და შეიკრას ახალი „ნაციონალური მოძრაობა“. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა არ ექნებათ.

ჩვენ ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებული ოპოზიცია და მერე ბევრჯერ გვინახავს დაშლილი ოპოზიცია. ამიტომ სულერთია, უნდათ, გაერთიანდნენ და უნდათ, არჩევნებზე ცალ-ცალკე წარდგნენ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.