ბექა ბურჯანაძემ სამი შეხვედრის გამოტოვების შემდეგ გუშინ, 24 იანვარს პირველი მატჩი გამართა. „ლიგა ენდესას“ მორიგ ტურში ბურჯანაძის „გრან კანარია“ სტუმრად „ფუენლაბრადას“ დაუპირისპირდა და მეტოქესთან 81:102 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე არასრული 16 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 4-დან 2 ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
„გრან კანარიას“ ესპანეთის ჩემპიონატში 7 მოგება და 13 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს ბურჯანაძის გუნდი 31 იანვარს, მადრიდში, „ლიგა ენდესას“ ერთპიროვნულ ლიდერ „რეალთან“ ჩაატარებს.