ბექა ბურჯანაძე მოედანს დაუბრუნდა
ბექა ბურჯანაძე მოედანს დაუბრუნდა

ბექა ბურჯანაძემ სამი შეხვედრის გამოტოვების შემდეგ გუშინ, 24 იანვარს პირველი მატჩი გამართა. „ლიგა ენდესას“ მორიგ ტურში ბურჯანაძის „გრან კანარია“ სტუმრად „ფუენლაბრადას“ დაუპირისპირდა და მეტოქესთან 81:102 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე არასრული 16 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 4-დან 2 ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

„გრან კანარიას“ ესპანეთის ჩემპიონატში 7 მოგება და 13 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს ბურჯანაძის გუნდი 31 იანვარს, მადრიდში, „ლიგა ენდესას“ ერთპიროვნულ ლიდერ „რეალთან“ ჩაატარებს.