ბექა ბასილაიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა
ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.
მისივე თქმით, ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატს პენიტენციური სამსახურისგან მიაწოდეს ინფორმაცია.
„სახალხო დამცველის აპარატთან გვაქვს კომუნიკაცია. პენიტენციურისგან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობენ, მდგომაროება დასტაბილურდაო. მეტი დეტალი არ ვიცი. უბრალოდ, რადგან მთელი ქვეყანა ამაზე დაზაფრულია, ეგრევე რომ არ ვთქვათ, ამის მორალური უფლება არ გვაქვს. მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, ოფიციალურად თქვან, როგორ არის მიხეილ სააკაშვილი, რადგან ძალიან მძიმე სურათი იყო. მადლობა ღმერთს, თუ დასტაბილურდა, უბრალოდ მკაფიოდ რომ ვიცოდეთ, რა მოხდა და ახლა რა ვითარებაა“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. ბასილაიას თქმით, წაქცევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საკაცეზე დააწვინეს და წაიყვანეს.