ბექა ბასილაია - მჯერა, ქართულ ხელისუფლებას მოუწევს მიშა სააკაშვილის გათავისუფლება
ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილს აქვს სრული უფლება განახორციელოს, როგორც პოლიტიკური, ისე ნებისმიერი ტიპის საქმიანობა, ის არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ჩამოართვეს მას მოქალაქეობა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოუწევს.
„აქედან გამომდინარე საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იმის შესახებ, სად უნდა იმყოფებოდეს მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი. მე მჯერა, როგორც ნიკა მელიას, უკრაინელი მეზღვაურების და მიშა ბატურინის გათავისუფლება მოუწია ქართულ ხელისუფლებას, ასევე მოუწევს მიშა სააკაშვილის გათავისუფლება, ამიტომ ექსტრადაციასთან დაკავშირებით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ბასილაიამ.
ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხს.