ბექა ბასილაია - გორის ჰოსპიტალში დეპუტატებს შესვლის უფლებას თუ არ მისცემენ, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის პროცესს შეწყვეტს
ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ გორის ჰოსპიტალში დეპუტატებს შესვლის უფლებას თუ არ მისცემენ, მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს.
როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს აქვს სურვილი, რომ 29 ნოემბერს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე მივიდეს.
„მიხეილ სააკაშვილის დიდი სურვილია, როგორც აქამდე ვაცხადებდით, რომ ის სასამართლო პროცესზე მივა და მიმართავს ქართულ საზოგადოებას. დეპუტატებს რომ არ ეძლევათ შესაძლებლობა შეხვედრის, ეს არის პოლიტიკური იზოლაციონიზმი და ამ ყველაფერს აკეთებენ, რათა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა შეზღუდონ და მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია, თუ ეს გაგრძელდება და ამას დაუყონებლივ არ დაესმევა წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს. ეს ყველაფერი არის პინგ-პონგის თამაში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საზოგადოების დასაბნევად“, – განაცხადა ადვოკატმა.