ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისიდან დაზვერვის გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროების გამო ისრაელის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისიდან დაზვერვის გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროების გამო ისრაელის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისიდან დაზვერვის გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროების გამო ისრაელის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

გავრცელებული ცნობით, ერთობლივ გამოძიებას ისრაელის დაზვერვის უწყება და ისრაელის პოლიცია აწარმოებენ.

როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულთა შორის არ ფიგურირებენ პრემიერის ოფისის წევრები.

გამოძიების ცნობით, გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროებით ზიანი მიადგა ეროვნულ უსაფრთხოებას, კერძოდ კი, ისრაელის მიერ წარმოებული ომის მიზნებს.