ბენიამინ ნეთანიაჰუს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას მიჩიგანის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს ხელში ეჭირა ბანერი წარწერით - „გენოციდში დამნაშავე“
აშშ-ის კონგრესში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლის დროს მიჩიგანის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს, რაშიდა ტლაიბს ბანერი ეჭირა ხელში წარწერით: „გენოციდში დამნაშავე“, „ომის კრიმინალი“.
რაშიდა ტლაიბი კონგრესის პირველი პალესტინელ-ამერიკელი წევრია, რომელიც ტრადიციულ პალესტინურ ყელსახვევს ატარებს.
ამასთან, რამდენიმე წუთის წინ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი კონგრესში სიტყვით აპლოდისმენტების ფონზე გამოვიდა. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი და აშშ როდესაც ერთად არიან, გამარჯვება გარდაუვალია. მისივე თქმით, 7 ოქტომბერი ყოველთვის იქნება ისრაელელების მეხსიერებაში, ისევე როგორც 11 სექტემბერია ამერიკელებისთვის.
ნეთანიაჰუმ ისრაელის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მონაწილეებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ისინი „ირანის სასარგებლო იდიოტები გახდნენ“. ისრაელის პრემიერი ამბობს, რომ ისრაელის მოწინააღმდეგეები ეშმაკის მხარეს დგომას ირჩევენ.
„მათ უნდა რცხვენოდეთ“, – თქვა ნეთანიაჰუმ.