ბენიამინ ნეთანიაჰუს გულის არითმიის შემდეგ კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს
ბენიამინ ნეთანიაჰუს გულის არითმიის შემდეგ კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს გულის არითმიის შემდეგ კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს. ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ თელ ავივის რაიონული საავადმყოფოს კარდიოლოგიურ განყოფილებაში იმყოფებოდა.

ნეთანიაჰუს გულის კვლევა ერთი კვირის წინ ჩაუტარდა, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, გალილეის ზღვაზე დასვენების შედეგად გაუწყლოება ჰქონდა. 73 წლის ლიდერი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში გასულ ღამეს, მას შემდეგ, რაც „დროებითი არითმია“ გამოუვლინდა.

ექიმები აცხადებენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.