ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, პირველი ივლისიდან ქვეყანა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებას დაიწყებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, პირველი ივლისიდან ქვეყანა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებას დაიწყებს და ეს თარიღი არ შეიცვლება.
მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ქნესეთში, „ლიკუდის“ ფრაქციის შეხვედრაზე განაცხადა.
დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებასთან დაკავშირებით ისრაელს მხარდაჭერას აშშ-ც ჰპირდება, თუმცა, როგორც ბოლო პერიოდში თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, ამ პროცესის პირველი ივლისიდანვე დაწყება აუცილებლობას არ წარმოადგენს. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი პროცესი აშშ-ის მიერ წარდგენილ ე.წ. სამშვიდობო გეგმასთან შესაბამისობაში უნდა იყოს.