ბენიამინ ნეთანიაჰუს გაერო-ში გამოსვლას უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა, დელეგაციების ნაწილმა დარბაზი დატოვა [ვიდეო]
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლას დარბაზში დამსწრეების ნაწილი უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდა, ზოგიერთმა დელეგაციამ კი დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც სიტყვის დასაწყისში ნეთანიაჰუმ განაცხადა, ის არ აპირებდა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას, რადგან მისი ქვეყანა ომის მდგომარეობაში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის. თუმცა, მისი თქმით, მან ნიუ-იორკში ჩასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან გაეროს ტრიბუნიდან მისი ქვეყნის შესახებ სიცრუეს და ცილისწამებას ავრცელებენ.