ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელისადმი მხარდაჭერისთვის აშშ-ს მადლობა გადაუხადა
ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს ისრაელისადმი მხარდაჭერისთვის აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნეთანიაჰუს თქმით, ბლინკენის ისრაელში ვიზიტი არის „აშშ-ის ცალსახა მხარდაჭერის კიდევ ერთი ხელშესახები მაგალითი ისრაელისთვის“.
ნეთანიაჰუმ დასძინა, რომ „ჰამასი“ ისე უნდა განადგურდეს, როგორც ისლამური სახელმწიფო.
„„ჰამასი“ არის ისლამური სახელმწიფო და როგორც ისლამური სახელმწიფო გაანადგურეს, ასევე განადგურდება „ჰამასი“. „ჰამასს“ ზუსტად ისე უნდა მოექცნენ, როგორც ისლამურ სახელმწიფოს ექცეოდნენ“, – ამბობს ნეთანიაჰუ.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს, რომლებიც „ჰამასს“ დახმარებას გაუწევენ, სანქციები უნდა დაუწესდეთ.
„არცერთი ლიდერი არ უნდა შეხვდეს მათ, ისინი არცერთმა ქვეყანამ არ უნდა შეიფაროს. ისინი, ვინც ამას გააკეთებენ, უნდა დასანქცირდნენ“, – აღნიშნა ისრაელის ლიდერმა.