ბენიამინ ნეთანიაჰუ - თეირანი გვებრძვის შვიდფრონტიან ომში, ირანული ღერძი მიდის ახლო აღმოსავლეთის, მათ შორის, საუდის არაბეთის დასაპყრობად
თეირანი გვებრძვის შვიდფრონტიან ომში: „ჰამასი“, „ჰეზბოლა“, ისევე, როგორც „ჰუსიტები“, მილიციები ერაყსა და სირიაში, მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და თავად ირანი, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ირანელებს სურთ იორდანიის დამხობა და ასევე მათი მიზანია, ჰქონდეთ კომბინირებული სახმელეთო შეტევა სხვადასხვა ფრონტიდან, კომბინირებულ სარაკეტო დაბომბვასთან ერთად.
„ირანული ღერძი მიდის ახლო აღმოსავლეთის, მათ შორის, საუდის არაბეთის დასაპყრობად“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.