ბენიამინ ნეთანიაჰუ - რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სამხედროებს შორის კოორდინაციას განვიხილავ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მოსკოვში ვიზიტისას იგი რუსეთის პრეზიდენტთან ორი ქვეყნის სამხედროებს შორის კოორდინაციის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსკოვში გამგზავრებამდე გააკეთა.
„პუტინთან მორიგ შეხვედრაზე ვაპირებ განვიხილო სირიაში მიმდინარე მოვლენები. ასევე განვიხილავთ ჩვენი ქვეყნების არმიებს შორის კოორდინაციას და სხვა მნიშვნელოვან თემებს“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს პრესსამსახურში.
პუტინისა და ნეთანიაჰუს ბოლო შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი.