ბენიამინ ნეთანიაჰუ - პრეზიდენტ ბაიდენს გუშინ ვუთხარი, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება, შეერთებულ შტატებს ეს ესმის
ბენიამინ ნეთანიაჰუ - პრეზიდენტ ბაიდენს გუშინ ვუთხარი, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება, შეერთებულ შტატებს ეს ესმის

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს ინფორმაციას, რომ შეერთებულმა შტატებმა დაარწმუნა ისრაელი, არ გაეფართოებინა სამხედრო აქტივობები.

„გუშინ საღამოს კიდევ ერთხელ ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს. მე ვაფასებ შეერთებული შტატების ურყევ პოზიციას გაერო-ს უშიშროების საბჭოზე. პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს საომარ ძალისხმევას. გუშინ ვუთხარი პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. შეერთებულ შტატებს ეს ესმის. ვნახე მცდარი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელი შეგვიშალა და ახლაც გვიშლის რეგიონში ოპერაციების განხორციელებაში. ეს არ არის სიმართლე. ისრაელი არის სუვერენული ქვეყანა, ომის გადაწყვეტილება დაფუძნებულია ჩვენს ოპერატიულ შეხედულებებზე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მათ ომის გაგრძელების გარდა, სხვა გზა არ აქვთ. ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დასძინა, რომ სამხედროებმა ათასობით ტერორისტის განადგურება მოახერხეს და ამას განაგრძბენ, ვიდრე არ შესრულდება მათი მთავარი მიზანი – „ჰამასის“ განადგურება, მძევლების დაბრუნება და პირობის დადება, რომ ღაზა აღარ შეუქმნის საფრთხეს ისრაელის სახელმწიფოს.