ბენიამინ ნეთანიაჰუ - მოგმართავთ ირანელ ხალხს, ხამენეის რეჟიმის თქვენ უფრო გეშინიათ, ვიდრე ისრაელს, ნუ დაკარგავთ იმედს, ისრაელი და სხვები თავისუფალი სამყაროდან თქვენთან არიან
ბენიამინ ნეთანიაჰუ - მოგმართავთ ირანელ ხალხს, ხამენეის რეჟიმის თქვენ უფრო გეშინიათ, ვიდრე ისრაელს, ნუ დაკარგავთ იმედს, ისრაელი და სხვები თავისუფალი სამყაროდან თქვენთან არიან

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმი ირანელ ხალხს უფრო აშინებს, ვიდრე ისრაელს. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„მსოფლიომ უკვე იხილა ჩვენი ძალის მხოლოდ ნაწილი. თუმცა არის ერთი რამ – იცით, ვის უფრო ეშინია ხამენეის რეჟიმის, ვიდრე ისრაელს? ეს ხართ თქვენ – ირანელი ხალხი. სწორედ ამიტომ ხარჯავენ ასეთ ბევრ დროს და ფულს, რათა ჩაახშონ თქვენი იმედები და შეაფერხონ თქვენი ოცნებები. მოგმართავთ თქვენ: ნუ მიატოვებთ თქვენს ოცნებებს. ნუ დაკარგავთ იმედს. იცოდეთ, რომ ისრაელი და სხვები თავისუფალი სამყაროდან თქვენთან არიან“, – მიმართა ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ირანის მესამე თავდასხმა ისრაელზე ირანის ეკონომიკის პარალიზებას მოახდენს. როგორც ნეთანიაჰუ განმარტავს, თუ ირანი ისრაელს თავს ისევ დაესხმება, ისრაელი შეეცდება, ირანს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენოს.