ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
ისრაელის მთავრობის განცხადებით, ეს არის ამერიკულ-ფრანგული წინადადება, რომელზეც ბენიამინ ნეთანიაჰუს არც კი უპასუხია. ისრაელის მთავრობა ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ლიბანში ისრაელის არმიის თავდასხმების შემცირებასთან დაკავშირებით.
განცხადების თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯარს მისცა უფლებამოსილება განაგრძოს დარტყმები მთელი ძალით და დასძინა, რომ ბრძოლა ღაზაში გაგრძელდება მანამ, სანამ ომის ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული.
ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება, მთელი ძალით გაგრძელდება „ჰეზბოლას“ ტერორისტულ დაჯგუფებასთან ბრძოლა გამარჯვებამდე და ჩრდილოეთის მცხოვრებთა უსაფრთხოდ დაბრუნებამდე.